Accessibility links

დასახელდნენ 3-წუთიანი ფილმების კონკურსის გამარჯვებულები


დღეს, 16 აპრილს, პროექტის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის” და რადიო თავისუფლების ერთობლივი, 3-წუთიანი ფილმების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ დისტანციურად ჩატარებულ დაჯილდოვებაზე.

კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს ჟიურის წევრებმა - ნენე კვინიკაძემ, რატი ონელმა და ინა ლაზარევამ.

კონკურსის მიზანი სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ საზოგადოებრივი მხარდაჭერის გაძლიერება იყო. მასში მონაწილეობა შეეძლო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ნებისმიერი ასაკის პროფესიონალ და მოყვარულ რეჟისორებს.

კონკურსზე სულ 39 ნაშრომი შევიდა, რომელთაგანაც 17 ფინალისტი შესარჩევმა კომისიამ აარჩია.

სექსუალური შევიწროება არის სექსუალური ხასიათის სიტყვიერი ან ფიზიკური ქმედება, ადამიანთან არასასურველი ნებისმიერი სახის ინტერაქცია, რომელიც აწუხებს, შეურაცხყოფს, აშინებს მას. სექსუალური შევიწროება შესაძლებელია ქმნიდეს დამამცირებელ, მტრულ გარემოს. სექსუალური შევიწროება დანაშაულია და კანონით ისჯება.

მეორე ტურში გასული ფილმები შეგიძლიათ ნახოთ აქ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG