Accessibility links

დაუფასებელი იდეალისტების მოწოდება


დაუფასებელი იდეალისტების მოწოდება
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:25:40 0:00

„პერსპექტივის“ დღევანდელი გამოშვების ძირითადი ნაწილი დაეთმობა იმ ადამიანებს, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან საქმეს - მომავალი თაობების აღზრდა-განათლებას - ემსახურებიან. 5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა. შევეცდებით გავარკვიოთ, თუ რატომ ირჩევენ პედაგოგის პროფესიას ადამიანები და რა პრობლემებს აწყდებიან ისინი პროფესიული კარიერის განმავლობაში; გიამბობთ, თუ როგორ გრძელდება 4 წლის წინ ენთუზიაზმით დაწყებული საქმე პრაღის კარლის უნივერსიტეტში; გაგაცნობთ სოფელ კაჩაგანის სკოლის ქართველ მასწავლებელს, „ზვიად მუალემს“; ვისაუბრებთ იმაზე, თუ რატომ კლებულობს საქართველოში ახალგაზრდა მასწავლებლების რაოდენობა; შეგახედებთ მხატვარ ირინა გაბიანის სახელოსნოში - პოლიტიზებულ ლუქსემბურგში. რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.

XS
SM
MD
LG