Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაშორებული მშობლები და ფსიქოლოგიური ძალადობა


ახლახანს სააპელაციო სასამართლომ ერთი მშობლის მიერ ბავშვებთან მეორე მშობლის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება ფსიქოლოგიურ ძალადობად აღიარა. სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და ძალაში დატოვა შსს-ის გამომძიებლის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერები.

გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ ანა აბაშიძე, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი აღნიშნავს, რომ ეს საქმე ბავშვთა უფლებების დამცველების მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, უფრო მეტიც, ბავშვების გამარჯვებაა, იმ ბავშვებისა, რომელთა ფსიქიკა ზიანდება მაშინ, როდესაც დაშორებული მშობლები მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობენ. კერძოდ,საუბარია იმ შემთხვევებზე, როცა მშობლები განცალკევებით ცხოვრობენ და ბავშვებს პერიოდულად უხდებათ ყოფნა ხან ერთ, ხან მეორე მშობელთან.

ანა აბაშიძე გვახსენებს, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის გამოსავლენად, მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ძალადობის სისტემატიური ხასიათი.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG