Accessibility links

აფხაზეთის ომში დაღუპულთა დაკრძალვა თბილისში

26 აპრილს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს 1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ნეშტები. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 18 მებრძოლისა და 4 მშვიდობიანი მოქალაქის ამოცნობა რამდენიმე დღის წინ დასრულდა.
თამაზ ხარბედიას, მიხეილ კოკაიას, ზურაბ ძამუნაშვილის, გელა ფარქოსაძის, გოჩა შინჯიკაშვილის, გიორგი არზუმანოვის, კობა ხეჩიკაშვილის, ნუგზარ ფრიდონიშვილის, ზაზა მაჭარაშვილის, ერმილე მაჭარაშვილის, სიმონ ჟორჟოლიანის, მუხრან თუთისანის, დავით ღლონტის, იმედა კოპალიანის, დავით წურწუმიას, შოთა ჯღამაძის, ნუგზარ მილორავას, ასკალო მანაგაძის, გელა თურმანიძის, ალექსანდრე ზაალიშვილის, მუხრან მაჭარაშვილისა და გიორგი ზარქუას სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადებით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით, 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხების შემსწავლელი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, სულ 11 ქართულ-აფხაზური შეხვედრა გაიმართა და მოლაპარაკებების შედეგად იდენტიფიცირებულია უგზო-უკვლოდ დაკარგული 148 ადამიანის ნეშტი. პროცესი გრძელდება.
1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტების მიერ დახვრეტილი 25 გმირი 2017 წლის შემოდგომაზე დაკრძალეს.
1992-1993 წლებსა და 2008 წლის შეიარაღებულ კონფლიქტებში უგზო-უკვლოდ დაკარგულად 2 400-ზე მეტი ადამიანი ითვლება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG