Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევრიპიდეს „იფიგენია ავლისში“


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Habent sua fata libelli („წიგნებსაც თავისი ბედი აქვთ“) გთავაზობთ საუბარს ევრიპიდეს უკანასკნელ ტრაგედიაზე, მისი გენიის უკანასკნელ გაელვებაზე, გენიალურ ტრაგედიაზეც „იფიგენია ავლისში“, რომელიც პოეტის სიკვდილის შემდეგ დაიდგა თეატრალურ ფესტივალზე, დიდ დიონისიებზე და მანამდე არაპოპულარულ ავტორს პირველ ადგილი და უდიდესი წარმატება მოუტანა. ჰელენეს მოტაცების შემდეგ ბერძენთა ათასხომალდიანი ფლოტი ავლისშია გაჩერებული. ბერძენთა მხედართმთავარზე, აგამემნონზე, განრისხებული ქალღმერთი არტემისი ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარის ნაცვლად საპირისპირო მიმართულების ქარს გზავნის და ბერძნებს ტროისკენ გაცურვის ყველანაირ შანსს უსპობს. წინასწარმეტყველი კალქასი განმარტავს, რომ ქალღმერთის გულის მოსაგებად და სასურველი ქარის ამოსავარდნად აგამემნონმა საკუთარი ქალიშვილი უნდა შესწიროს ქალღმერთს. მხედართმთავარი განსაცდელშია, ვინ გაწიროს - ორმოცდაათათასიანი ლაშქარი და მხედართმთავრობა თუ საკუთარი ქალიშვილი. საბოლოოდ გადაწყვიტა, ქალიშვილი უნდა შესწიროს. ტრაგედია მიდის ბავშვის სიკვდილისკენ. ამავე დროს, ტრაგედიაში მრავალგზის შეიცვლება სიკვდილ-სიცოცხლის ტალღა, აგამემნონის ასული, იფიგენია ხან განწირულია, ხანაც მისი გადარჩენის შანსიც ჩნდება. რა როლს ასრულებს ამ ტრაგედიაში აქილევსი, როგორია აგამემნონის მეუღლის, კლიტემნესტრას პოზიცია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს იფიგენია, რატომ გამოგვემშვიდობა პატრიოტიზმისადმი მუდამ სკეპტიკურად განწყობილი ევრიპიდე თავგადაკლულ პატრიოტად უკანასკნელ ტრაგედიაში – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG