Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ - ევროკომისარი გაფართოების საკითხებში


„ევროკავშირი კვლავ აგრძელებს თქვენ გვერდით მტკიცედ დგომას“ - ევროკომისარი მარტა კოსი.
„ევროკავშირი კვლავ აგრძელებს თქვენ გვერდით მტკიცედ დგომას“ - ევროკომისარი მარტა კოსი.

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ქართველ ხალხს.

„ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ“, - წერს მარტა კოსი პლატფორმა X-ზე.

„ევროკავშირი კვლავ აგრძელებს თქვენ გვერდით მტკიცედ დგომას თქვენი ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლის ასაშენებლად “, - წერს მარტა კოსი.

აპრილის ბოლოს მარტა კოსმა რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა: „ვერ მივიღებ, რომ საქართველო დავკარგოთ“. მისი თქმით, ბრიუსელი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხო ზომებად განიხილავს კანდიდატის სტატუსის გაყინვას და სავაჭრო შეთანხმების (DCFTA-ის) გადახედვას, თუმცა „ფრთხილობს“.

ამავე დროს, ევროკომისარმა მარტა კოსმა არ გამორიცხა საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებთან უმაღლესი რანგის კონტაქტების აღდგენა, - რაც 2024 წლიდან შეჩერებულია.

ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე ასევე მიულოცეს:

  • აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ;
  • მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ;
  • დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამემ;
  • „ვაიმარის სამკუთხედის“ წევრი ქვეყნების - გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის - ლიდერებმა და ხაზი გაუსვეს, რომ რომ ისინი ქართველ ხალხს მიმართავენ.

მათგან განსხვავებით, დამოუკიდებლობის დღე ქართველ ხალხს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს მიულოცეს:

  • სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა;
  • ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდ ლუკაშენკამ;
  • აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.



ფორუმი

XS
SM
MD
LG