Accessibility links

ევროპელების არჩევანი


ბოლო დღეებში 374 მილიონამდე ამომრჩეველს მიეცა საშუალება, მონაწილეობა მიეღო ევროპარლამენტის არჩევნებში - მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ უდიდეს დემოკრატიულ კენჭისყრაში, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში 5 წელიწადში ერთხელ იმართება. პოპულისტების მომძლავრების, ბრექსიტის ჩიხისა და რუსეთიდან დეზინფორმაციის ფონზე, საით მიდის ევროპა? ვის სურს მისი გახლეჩა და ვინ იცავს მის ფასეულობებს?

  • საით წაიყვანს ევროპას ევროპარლამენტის არჩევნები?
  • "საარჩევნო ციებ-ცხელება ბრიტანეთში ისეთი არ არის, როგორიც საქართველოშია" - ინტერვიუ პოლიტიკის ექსპერტ ელენე მელიქიშვილთან
  • ვინ არიან და როგორ მუშაობენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრები
  • შინ - უცხოეთში: გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრი, ევროპის პარლამენტის წევრობის კანდიდატი ქვემო საქსონიიდან, ქეთი ლანგრერი

რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG