Accessibility links

რას ითხოვენ გარდაცვლილი პაციენტების ოჯახები?


გარდაცვლილი პაციენტების ოჯახების პროტესტი ბათუმში, 14 აპრილი, 2019 წელი

14 აპრილს ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს სავარაუდოდ, სამედიცინო პერსონალის შეცდომების გამო გარდაცვლილი პაციენტების ოჯახების წევრებმა. ისინი მოითხოვდნენ აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან და პოლიციის უფროსთან შეხვედრას, რაც მოგვიანებით კიდეც შედგა.

აქციის მონაწილეებმა ჩინოვნიკებს თავიანთი მოთხოვნები წარუდგინეს და 30 აპრილამდე მათი შესრულების პირობით დაიშალნენ.

აი, რას ითხოვენ გარდაცვლილი პაციენტების ოჯახები:

"1. კომისიის შექმნა. შეისწავლონ ყველა გარდაცვლილის საქმე, კომისიაში ჩართონ ჩვენი წარმომადგენლები, ყველა საქმე განიხილონ ინდივიდუალურად პაციენტის ახლობლის ჩართულობით. კომისიის დაკომპლექტება მოხდეს ჩვენთან შეთანხმებით, ჩვენთვის სანდო ადამიანებით. კომისიის დაკომპლექტებისთვის განისაზღვროს ვადა 30 აპრილამდე.

2. პირადად საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალურად დაცვის მინისტრმა, ბატონმა დავით სერგეენკომ, აიღოს პასუხისმგებლობა ამ საქმეების გამოძიებაზე.

3. რეგულირების სააგენტოს ნდობის საკითხის დაყენება. მოხდეს კომისიის წევრების საქმიანობის შესწავლა.

4. კლინიკებში აუდიტის შესვლა, კლინიკის აღჭურვილობისა და ექიმების პროფესიული საქმიანობის შესწავლა.

5. საგამოძიებო ორგანოებს დაევალოს ამ საქმეების უპირატესად გამოძიება.

6. დაველოდებით მოვლენების განვითარებას და დროს. ხოლო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაანონსებთ ფართომასშტაბიან აქციებს. ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ - არა მარტო აჭარა, მთელი საქართველო გავერთიანდებით!!!".

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ბათუმში, ეკა ლორთქიფანიძე "დილის საუბრებში" ყვება პროტესტის ისტორიასა და რამდენიმე ცალკეულ შემთხვევაზე. გარდაცვლილი პაციენტების ოჯახებს არ აკმაყოფილებთ პასუხისმგებლობის ის ხარისხი, რაც შეცდომის დამშვები მედპერსონალის მიმართ დგება.

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG