ელიზაბეთ რუდი ანაკლიის პორტის პროექტზე
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი კომენტარს არ აკეთებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან ამერიკული კომპანიის, „Conti-ჯგუფის“ გასვლისა და ინვესტორთა წილების თაობაზე, რადგან, მისი თქმით, ამაზე თავად კონსორციუმმა უნდა ილაპარაკოს. თუმცა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ მან აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტის პროექტს შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს და სჯერა, რომ პორტი ამერიკული ინვესტიციით უნდა აშენდეს. „ამერიკის შეერთებულ შტატებს კვლავაც სჯერა, რომ ანაკლიის პორტის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის და სავაჭრო-სატრანსპორტო ჰაბად ქცევის პოტენციალის გამოყენებისთვის. ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ ეს პროექტი (ანაკლიის პორტი) უნდა შესრულდეს ამერიკული ინვესტიციით, რადგან ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ძალიან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობისა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ეკონომიკურ სფეროში“, - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა 16 აგვისტოს, ზუგდიდში ყოფნის დროს.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"