Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენიალირო რამაიანა


“წიგნები” რუბრიკით “ნორვეგიული წიგნის კლუბი” გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის დიდ შედევრზე, „რამაიანაზე“ - სანსკრიტზე დაწერილ ძველი ინდურ ეპიკურ პოემაზე, რომლის ავტორად ბრძენ ვალმიკს ასახელებენ. ეს პირველი შემთხვევაა მსოფლიო ლიტერატურაში, როდესაც ავტორი საკუთარ ნაწარმოებში პერსონაჟად გვევლინება.

რამაიანა რამას ისტორიაა, რამა კი ღმერთ ვიშნუს ადამიანური ავატარია. ბედნიერ ცოლ-ქმარს ჯერ გადასახლების ტვირთი დაატყდა თავს, შემდეგ კი განშორებისა: ლანკას ათთავიანმა და ოცხელიანმა ბოროტმა მეფე რავანამ რამას ძვირფასი მეუღლე, სიტა მოსტაცა. რამამ მეგობრები უნდა შეკრიბოს, რომ სიტა გამოიხსნას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. სიტამ ერთგულების გამოცდა უნდა ჩააბაროს, ჯერ ცეცხლში უნდა შევიდეს და შემდეგ მიწის ნაპრალში უნდა ჩავარდეს...

XS
SM
MD
LG