Accessibility links

site logo site logo

“ვაჩუქოთ ერთმანეთს წიგნები“


23 აპრილს მსოფლიოში წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. თარიღი „იუნესკომ“ აირჩია. წიგნის დღე საქართველოშიც კარგა ხანია აღინიშნება. თუმცა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე გვთავაზობს 23 აპრილი ორიგინალურად ვიზეიმოთ - ვაჩუქოთ ერთმანეთს წიგნები.

გიორგი კეკელიძე „რადიო თავისუფლების“ სტუმარია. გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ იგი გვიყვება როგორი ფორმით აღინიშნებს ეს დღე თბილისში და საქართველოს რეგიონებში, რატომ არის მნიშვნელოვანი წიგნის ჩუქების რიტუალი და როგორ შეიძლება გავამდიდროთ თუნდაც სასკოლო ბიბლიოთეკები საინტერესო წიგნებით 23 აპრილს.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ მის წინადადებას უამრავი ორგანზიაცია გამოეხმაურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG