Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვილი: ვახტანგ კახიძე


შვილი: ვახტანგ კახიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:47:54 0:00

„შვილის“ 2023 წლის პირველ ეპიზოდში მოვისმენთ ვახტანგ კახიძის მოგონებებს მამაზე და ვნახავთ უნიკალურ არქივებს, რომლებშიც ჯანსუღ კახიძე სწორედ მუსიკის სიყვარულს გამოხატავს.

ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში საშობაო კონცერტების ჩატარება ტრადიციად იქცა. ეს დარბაზი მუსიკის მოყვარულებს მაშინაც კი ეპატიჟებოდა, როცა თბილისში უკუნეთი სიბნელე იდგა. იმხანად, 90-იან წლებში, მუსიკალური ცენტრის მოვლა-პატრონობაში ჯანსუღ კახიძეს მისი ვაჟი, კომპოზიტორი და დირიჟორი ვახტანგ კახიძე ეხმარებოდა. სახელოვანი მამის გარდაცვალების შემდეგ კი თავად ჩაუდგა სათავეში თბილისის სიმფონიურ ორკესტრს. მამას და შვილს ბევრი რამ განასხვავებთ, თუმცა მუსიკის მიმართ დამოკიდებულება აბსოლუტურად ერთნაირი აქვთ - დარწმუნებული არიან, რომ არ არსებობს სერიოზული და არასერიოზული მუსიკა, არსებობს მხოლოდ კარგი მუსიკა, რომელიც მსმენელს უნდა შეაყვარონ. რადიო თავისუფლების სერიის, „შვილის“ 2023 წლის პირველ ეპიზოდში მოვისმენთ ვახტანგ კახიძის მოგონებებს მამაზე და ვნახავთ უნიკალურ არქივებს, რომლებშიც ჯანსუღ კახიძე სწორედ მუსიკის სიყვარულს გამოხატავს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG