Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვერგილიუსის „ენეიდა“


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Dichtung und Wahrheit („პოეზია და სინამდვილე“) გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ნაწარმოებზე, რომის იმპერიის ფუძემდებლურ პოემაზე, რომელსაც ამ სახელმწიფოს შექმნაში კონსულებსა და იმპერატორებზე ნაკლები როლი არ აქვს შესრულებული. რომის იმპერატორმა, გაიუს იულიუს კეისარ ოქტავიანუს ავგუსტუსმა რომის საუკეთესო პოეტს, პუბლიუს ვერგილიუს მაროს, შეუკვეთა ისტორიული პოემა, ნაციონალური ეპოსი და ეს ამოცანა დიდმა რომაელმა შესანიშნავად შეასრულა. მთელმა რომმა იცოდა, რომ ვერგილიუსი შედევრს ქმნიდა, რომელიც „ილიადის“ ტოლი და ფარდი უნდა ყოფილიყო. როგორ შეასრულა ვერგილიუსმა ამოცანა, რატომ დაიბარა, რომ მისი პოემა უნდა დაეწვათ, რა ფრაგმენტი წაუკითხა მან ოქტავიანუსსა და მის დას, ოქტავიას, რატომ წამოუვიდა რომის პირველ იმპერატორს, ძალიან მკაცრ და მტკიცე კაცს, ცრემლები და რატომ წაუვიდა გული მის დას, — ამაზეა საუბარი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG