Accessibility links

ვისზე ბრაზობს დეკანოზ მამალაძის ოჯახი?


ვისზე ბრაზობს დეკანოზ მამალაძის ოჯახი?
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:01:22 0:00

საპატრიარქოსთან კარავი ისევ გაშლილია. გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები, უკვე ერთი კვირაა, საპროტესტო აქციას მართავენ. ზიარების მოთხოვნას გათავისუფლების მოთხოვნა დაემატა. როგორც დაკავებული დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ბევრი სასულიერო პირი ქუჩაში შეხვედრისას, ოჯახს თანადგომას უცხადებს; თუმცა ისინი კარავს ახლოს არ ეკარებიან, პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის შიშით. გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები პატრიარქის მიმართ უკმაყოფილებას არ გამოხატავენ. კრიტიკა მიმართულია საპატრიარქოსკენ.

XS
SM
MD
LG