„ქართულმა ოცნებამ“ ბოლო წლებში მიიღო კანონი, რომლითაც მაღალჩინოსნების ხელფასები ყოველწლიურად იზრდება. მხოლოდ წელს პრემიერის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 1400 ლარით გაიზარდა და 16 000 ლარი გახდა.
საქართველოს კანონმდებლობით, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის ხელფასები მზარდია და გამოითვლება ორი ფაქტორით: საბაზისო ხელფასისა და პარლამენტის მიერ დადგენილი კოეფიციენტის ნამრავლით. კოეფიციენტები უცვლელია, საბაზისო ხელფასი კი ყოველ წელს თავიდან დგინდება და ბიუჯეტში აისახება.
ამ მასალაში გაიგებთ, რამდენს გამოიმუშავებენ: პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, მერები, საკრებულოს მაღალჩინოსნები, მოსამართლეები და პროკურორები.
ბიუჯეტიდან ყველაზე მაღალ ხელფასს (თვეში 16 000 ლარს) იღებენ:
- პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე;
- პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი;
- პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი;
- საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია;
- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე.
შედარებით ნაკლებს:
- მინისტრები;
- მათი მოადგილეები;
- პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
- საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეები;
- დეპუტატები.
ადგილობრივი ხელისუფლება
ერთსა და იმავე თანამდებობაზე მომუშავე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ხელფასები განსხვავებულია. დედაქალაქის მერიასა (გამგეობები) და საკრებულოში უფრო მაღალი ანაზღაურება აქვთ, ვიდრე სხვა თვითმმართველ ქალაქებში.
ანაზღაურების მხრივ შემდეგ მოდის: ბათუმის (მერია, საკრებულო), ფოთის (მერია, საკრებულო), ქუთაისისა (მერია, საკრებულო) და რუსთავის (მერია, საკრებულო) მუნიციპალიტეტები.
რწმუნებულების ადმინისტრაცია
სახელმწიფო რწმუნებულებს იმაზე მეტი ხელფასი აქვთ, ვიდრე თვითმმართველი ქალაქების, რუსთავის, ფოთისა და ქუთაისის მერებს.
მოსამართლეები
სასამართლო ხელისუფლებაში ყველაზე მაღალი ხელფასი თავმჯდომარეებს აქვთ, შემდეგ მოდიან მოადგილეები და ბოლოს - რიგითი მოსამართლეები.
პროკურორები
პროკურატურაშიც ხელფასი დამოკიდებულია თანამდებობაზე - რაც უფრო მაღალია ჩინი, მით მეტია ანაზღაურებაც.
ფორუმი