Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზამთრის მოლოდინში


ზამთრის მოლოდინში
please wait

No media source currently available

0:00 0:07:04 0:00

წნორელი ბიოფერმერის, ნიკა ბაგალიშვილის, მეურნეობაში მოსავალი ნელ-ნელა ილევა. გაზაფხულიდან მოყოლებული, პანდემიის პირობებში, ნიკამ თავის მიწაზე რამდენიმე სახის ბოსტნეული მოიყვანა. წინა სერიებში მოგითხრობდით, როგორ მოჰქონდა თავისი პატარა მანქანით ნიკას თბილისში პროდუქტი და წესების დაცვით ყიდდა. ახლა საშემოდგომო სამუშაოების, ბოლო მოსავლის დაბინავებისა და წლის შეფასების დროა - პანდემიამ და შედარებით ცუდმა მოსავალმა ნიკას გეგმების ნაწილი ჩაუშალა: მაგალითად, წელს ვერ შეძლო თავისი მეურნეობისთვის სასიცოცხლოდ საჭირო ტრაქტორის შეძენა, ვერც მაცივრიანი მანქანის, რომელიც იმისთვის სჭირდებოდა, რომ მოწეული ბოსტნეული თბილისამდე ჩაეტანა. სამაგიეროდ, ონლაინაგროსკოლამ გაამართლა - ბავშვებმა თავიანთი მოყვანილი  ბიობოსტნეული „მზიურში“ გაყიდეს, მოგროვილი ფული კი წნორში „ცოდნის კაფეს“ ასაშენებლად გადადეს. „ის, რაც არ გამოვიდა წელს, გამომივა მომავალ წელს, როცა პანდემია ჩაივლის და ტურისტებიც დაბრუნდებიან“, - ამბობს ნიკა, შრომას აგრძელებს და სამომავლო გეგმებს ალაგებს.

XS
SM
MD
LG