ზემო ფონიჭალაში, 23 კორპუსში მცხოვრებლები პირველადი მოხმარების ნივთების გამოსატანად მეხანძრე-მაშველების თანხლებით შეუშვეს. როგორც კრწანისის გამგებლის მოადგილემ, არჩილ ჩარგეიშვილმა განუცხადა მედიას, საცხოვრებელ ბინებში ოჯახები სპეციალურად შედგენილი სიის მიხედვით, რიგ-რიგობით შედიან, უსაფრთხოების ზომების დაცვით. არჩილ ჩარგეიშვილის განმარტებით, ექსპერტიზის პასუხების შესაბამისად გადაწყდება, რა ზომების მიღება გახდება საჭირო კორპუსის რეაბილიტაციისთვის.მისი თქმით, ამ ეტაპზე ზარალის დათვლა მიმდინარეობს, ხვალიდან კი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება. აფეთქება ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსში 15 ნოემბერს 11 საათზე მოხდა. დაიღუპა 2 და დაშავდა 3 ადამიანი. კორპუსიდან ევაკუირებული 28 ოჯახი თბილისის კრწანისის რაიონის გამგეობამ დროებით, სასტუმროებში განათავსა.
ეპიზოდები
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"
-
ივნისი 16, 2026ინტერვიუ ანდრეი ვოლნასთან
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 26, 2026დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ