ზუგდიდი - რეაბილიტაციის პროცესში მყოფი ქალაქი
ამ ქალაქში წლებია არემონტებენ გზას, გაჰყავთ წყლისა და კანალიზაციის სისტემა. წლებია, მოსახლეობა გადათხრილ და ამტვერებულ ქალაქში ბორძიკით იკვლევს გზას. ჩამოინგრა დადიანების სასახლის ჭერი და რემონტამდე ტენდერის გამოცხადებას ელიან. ათი წელი მოტოვებულ ბოტანიკურ ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები შარშან დაიწყეს. ზუგდიდელებმა, ქალაქის შემყურე, იძულებითი მოთმინება გამოიმუშავეს. ამ ფონზე 19 მაისს ზუგდიდელები მერს აირჩევენ. არჩევნებამდე დარჩენილი დღეები უკვე იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ითქვას - ეს დღე ცხარე რეჟიმში ჩაივლის.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"