Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჯაფარიძე: „პრივილეგირებული ხალხის შვილები სავალდებულო სამსახურში არ მიდიან“


პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი გიორგი გვახარიას სტუმარია გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“.

19 მარტს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა შეაჩერა მის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა, განაცხადა რა, რომ მის კანონპროექტს „მოჰყვა სპეკულაციები“. საუბარია სესიაშვილის ინიციატივაზე, გადაიხედოს საკანონმდებლო ნორმა, რომელიც რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს უფლებას აძლევს, თავი აარიდონ სავალდებულო სამხედრო სამსახურს.

არის თუ არა სესიაშვილის კანონპროექტის გადადება „გირჩის“ გამარჯვება? რატომ არის „გირჩი“ სავალდებულო სამხედრო სამსახურის წინააღმდეგი და ალტერნატივის სახით რას სთავაზობს ქართულ საზოგადოებას? რას წარმოადგენს რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც დააარსა „გირჩმა“ და რომელსაც საქართველოს საპატრიარქო დღევანდელ განცხადებაში „ფსევდორელიგიურ იურიდიულ პირად“ მოიხსენიებს? ამ კითხვებზე პასუხობს გადაცემაში ზურაბ ჯაფარიძე. გარდა ამისა ის გვიამბობს „შავ სიაზე“, რომელიც „გირჩმა“ ამ დღეებში გამოაქვეყნა - სიაზე პარლამენტარებისა, რომელთა შვილებს უწევდათ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა, მაგრამ ჯარში არ წასულან.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG