Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი აღთქმა


ავტორი: გიორგი ნუსხელაძე

დაბადება

თავი პირველი

1. თავდაპირველაღ მიხეილ სააკაშვილმა შექმნა ვარდი და რევოლუცია.

2. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და კორუფცია იძვროდა საგადასახადოს ზემოთ.

3. თქვა მიხეილ სააკაშვილმა: იყოს მიშა! და იქმნა მიშა.

4. და ნახა მიშამ, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა მიშამ ნათელი და ბნელი.

5. ნათელს მიშამ უწოდა რევოლუცია და ბნელს უწოდა შევარდნაძე. იყო საღამო, იყო დილა - პირველი დღე.

6. თქვა მიშამ: იყოს ხალხთა შორის პარტია და გაჰყაროს ძმები.

7. გააჩინა მიშამ პარტია და გაჰყარა ერთმანეთისგან ძმანი, რომელიც არის პარტიის ქვემოთ, და პარტია, რომელიც არის ძმებს ზემოთ. და იქმნა ასე.

8. ძმას მიშამ უწოდა პარტიის წევრი. იყო საღამო, იყო დილა - მეორე დღე.

9. თქვა მიშამ: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის ხალხი და გამოჩნდეს მტერი. და იქმნა ასე.

10. მტერს მიშამ უწოდა შევარდნაძე და შეგროვილ ხალხს უწოდა რევოლუცია. დაინახა მიშამ, რომ კარგი იყო.

11. თქვა მიშამ: აღმოაცენოს რევოლუციამ მოთხოვნა - გადადგომის, კორუფციის მოსპობის, დაჭერების, ბიუჯეტის მომტანი თავისი მოთხოვნის მიხედვით. და იქმნა ასე.

12. წარმოშვა რევოლუციამ მოთხოვნა - გადადგომის, კორუფციის მოსპობის, დაჭერების,ბიუჯეტის მომტანითავისი მოთხოვნის მიხედვით, და , ახეული ფულის მომტანი, თავისი სურვილისდა მიხედვით.

13. იყო საღამო, იყო დილა - მესამე დღე.

14. თქვა მიშამ: იყოს რუსთავი 2 ეკრანებზე დღისა და ღამის ასათქვეფად, დროჟამის ასამღვრევლად - დღეებისა და წელიწადებისა;

15. იყვნენ „ჯ“ურნალისტები რუსთავი 2-ზე რომ გააწამონ ხალხი. და იქმნა ასე.

16. გააჩინა მიშამ ორი მთავარი ღერძი, - დიდი ხერხემალი დღის განმგებლად და მცირე ხერხემალი ღამის განმგებლად - და ნაც-კოორდინატორი დეიდები.

17. დასხა ისინი მიშამ თ„ფ“ილისში, რომ გაენათებინათ მიშა,

18. აეთქვიფათ დღე და ღამე, აეზელათ ცრუ და მართალი. დაინახა მიშამ, რომ კარგი იყო.

19. იყო საღამო, იყო დილა - მეოთხე დღე.

20. თქვა მიშამ: აფუთფუთდეს პარტ-აქტივისტთა სულდგმულნი; პარტიის ზემოთ კი, ბიზნესის ფლანგზე, დიდმა ხერხემალმა ირბინოს. და იქმნა ასე.

21. შექმნა მიშამ დიდი პარტ-აქტივისტები და ყოველი ეზოს კოორდინატორი ბებიები, ბებიები თავ-თავისი უბნისდა მიხედვით, რაც-კი პარტიაში ფუთფუთებს, და ყველა პარტ-აქტივისტი თავ-თავისი სატელევიზიო დებატების მიხედვით. დაინახა მიშამ, რომ კარგი იყო.

22. „აკურთხა“ მიშამ ისინი და თქვა: ჩაატარეთ აგიტაციები და იმრავლეთ, აავსეთ ბუჩქები. ახალგაზრდებმა იმრავლონ ბუჩქებში.

23. იყო საღამო, იყო დილა - მეხუთე დღე.

24. თქვა მიშამ: წარმოშვას პარტიამ ზომბები თავთავისი ფენის მიხედვით - ღარიბნი, მდიდარნი და პროფესორები თავ-თავისი ფენისდა მიხედვით. და იქმნა ასე.

25. გააჩინა მიშამ ოპოზიცია თავ-თავისი მოჩვენებითი დემოკრატიის მიხედვით, რესპნი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი ქდმ თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა მიშამ, რომ კარგი იყო.

26. თქვა მიშამ: გავაჩინოთ რუსეთის აგენტები ჩვენს იდეოლოგიად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონონ რასაც უნდათ, ოპოზიციას, ბიზნესს, პრესას, მთელს ქვეყანას და მერე დავიჭერთ ქვემძრომს, რაც კი საქართველოში არიან.

27. შექმნა მიშამ რუსეთის აგენტები, თავის მსგავსად შექმნა იგი, მოღალატედდა პრო-რუსად შექმნა ისინი.

28. „აკურთხა“ მიშამ ისინი და უთხრა: ჩაატარეთ აგიტაციები და იმრავლეთ, აავსეთ ბუჩქები, სადაც იქნებით ყველგან მოგაკითხავთ, რათა დაგიჭიროთ და გავაძლიეროთ მიშა, მისი იმიჯი უძლეველობისა და ერთადერთობისა.

29. თქვა მიშამ: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი დუბინკა, თავის მტვრევა, დაკვლა-დაპატიმრება, რაც კი სახელმწიფოს ინტერესებს ეწინაღმდეგება, და ყოველი რამე დამიბრალებია, ჩემი სკამის გამყარებისთვის. უბრალონი ხართ, მარა დაგაბრალებთ. ეს იყოს თქვენი საზრდო.

30. ვალი, უმუშევრობა, ძვირი წამლები, შერჩევითი სამართალი, რასაც კი სული უდგას, ესენი და კიდევ მსგავსნი ჰქონდეთ საჭმელად. და იქმნა ასე.

31. დაინახა მიშამ ყოველივე, რაც ჩაიდინა ან „გააკეთა“ და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა - მეექვსე დღე.

(გაგარძელება იქნება)

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG