Accessibility links

თავშესაფარი - არა, მუშაობის უფლება - კი


თავშესაფარი - არა, მუშაობის უფლება - კი
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:24:04 0:00

გასული წლის მარტო ბოლო სამ თვეში საქართველოს 5500-მდე მოქალაქემ ითხოვა თავშესაფარი ევროკავშირის ქვეყნებში. მათ დიდ უმრავლესობას წარმატების შანსი არა აქვს. ამის შესაძლებლობა კიდევ უფრო შემცირდა იმ ევროპულ ქვეყნებში, რომლებმაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში შეიყვანეს. სამაგიეროდ არსებობს ე.წ. ცირკულარული შრომითი მიგრაცია, რომელიც ევროკავშირში დროებით დასაქმებას ითვალისწინებს. • რამდენად რთული, ან იქნებ, იოლია ეს გზა იმათთვის, ვისაც უცხოეთში წასვლა სურს სამუშაოს შოვნის იმედით? • რა გზებს ხსნის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა დასაქმებისათვის? • საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადების შედეგები: ინტერვიუ ჩეხეთში საქართველოს ელჩთან, მარიამ რაქვიაშვილთან. • რას აკეთებს საქართველო მიგრაციის ტალღის სამართავად • შინ-უცხოეთში: გორიდან ბარიში. რით იზიდავს შერეული საბრძოლო ხელოვნება გიორგი ნოზაძე რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.

XS
SM
MD
LG