თანამდებობის პირების ნახევარზე მეტმა დეკლარაციები არასწორად შეავსო
2019 წელს, 607 თანამდებობის პირიდან, ნახევარზე მეტმა დეკლარაცია არასწორად შეავსო. ამის შესახებ წერია გასულ წელს განხორციელებული თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიშში, რომელიც საჯარო სამსახურის ბიურომ გამოაქვეყნა. თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შერჩევის მიზნით შექმნილი დამოუკიდებელი კომისიის მიერ შერჩეული იქნა 297 თანამდებობის პირის დეკლარაცია. მათ შორის, პარლამენტის წევრი - 59, მინისტრები და მინისტრის მოადგილეები (მათ შორის ყოფილი) – 137, საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები - 29. გარდა ამისა, ელექტრონული სისტემის მიერ შეირჩა დამატებით 310 დეკლარაცია. დეკლარაციების შემოწმების დროს 2019 წლის განმავლობაში გამოვლენილი ძირითადი დარღვევები, შედარებით მსუბუქი ხარისხისაა 2017 და 2018 წელს გამოვლენილ დარღვევებთან შედარებით და ის ძირითადად მოიცავს დარღვევებს უძრავი ქონების ნაწილში არასწორად მითითებულ ფართებს, ასევე საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთის რაოდენობას და ა.შ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“, რომელიც სისტემატურად ახორციელებს თანამდებობის პირთა მიერ შევსებული დეკლარაციების მონიტორინგს, აცხადებენ, რომ „საჯარო სამსახურის ბიუროს“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებსა და დეკლარაციებში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ აღმოჩენილ დარღვევებს შორის, განსხვავებები იკვეთება. მათივე თქმით, გასულ წელში, კანონში „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ შესული ცვლილებები უკან გადადგმული ნაბიჯია გამჭვირვალობის თვალსაზრისით.
ეპიზოდები
-
აპრილი 24, 2026ჩერნობილის ქართველი ლიკვიდატორები
-
აპრილი 17, 2026როლანდ შალამბერიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აპრილი 01, 2026ამინი - ილია II-ის ინგუში შვილობილი
-
მარტი 24, 2026პატრიარქი უკანასკნელ გზაზე
-
მარტი 12, 2026ნათია ფანჯიკიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
თებერვალი 03, 2026ვაჟა გაფრინდაშვილი - 8 ფოტო არქივიდან