Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი "რიონის ხეობის მცველების" დასახვედრად ემზადება


ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტი გუმათიდან თბილისში გადმოსასვლელად ემზადება. გაჩნდა ჯგუფი, სადაც აქციის მონაწილეებს თბილისის ბინადრები სთავაზობენ ღამის გასათევს, საკვებს, ტრანსპორტს, საწვავს, ჰოსტელს ნახევარ ფასად ან ფულს ღამის გასათევის, საკვებისა და ტრანსპორტისთვის.

ამ დროისთვის ვერავინ ამბობს, რამდენი ადამიანის მობილიზებას აპირებენ "რიონის ხეობის მცველები" თბილისში გამართულ აქციაზე, სად გაიმართება ეს აქცია და რამდენ ხანს გასტანს მათი პროტესტი, შესაბამისად, არც იმის დათვლაა მარტივი, რა მხარდაჭერა შეიძლება დაჭირდეთ აქციის მონაწილეებს.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ თბილისში დაგეგმილი აქციის წინ კომპანია "ენკამ", რომელიც ჰესის ინვესტორი და მაშენებელია, დაიწყო საინფორმაციო კამპანია, როგორც თავად ამბობენ, საზოგადოებაში ამ პროექტთან დაკავშირებული მითების დასამსხვრევად, ულტრანაციონალისტური და პრორუსული ჯგუფები კი ცდილობენ, გახდნენ "რიონის ხეობის მცველების" პროტესტის მოძრაობის ნაწილი. თავად ნამახვანჰესის პროტესტის მონაწილეები პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას არ აპირებენ და ამბობენ, რომ სამომავლოდ შესაძლოა მოძრაობად გადაიქცნენ, მანამდე კი ნამახვანის პროტესტი აქვთ ბოლომდე მისაყვანი. აქტივისტები ეკონომიკის მინისტრის გადადგომას და სახელმწიფოს "ენკასთან" დადებული ხელშეკრულების გაწყვეტას ითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG