Accessibility links

site logo site logo

თეატრის კრიტიკა ინტერნეტში


„რადიო თავისუფლების“ სტუმარია თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ლაშა ჩხარტიშვილი, ავტორი ქართული თეატრის კრიტიკის ბლოგისა, რომელიც 10 წელია არსებობს. 11 ივლისს ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს თეატრალურ საზოგადოებაში გაიმართება ქართული თეატრის ელექტრონული არქივის პრეზენტაცია. ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, ელექტრონული პორტალი, რომელიც ქართველი თეატრის კრიტიკოსების სხვადასხვა წლებში შექმნილ კრიტიკულ და თეორიულ წერილებს აერთიანებს, საქართველოს თეატრალურ საზოგადოებასთან თანამშრომლობით მოამზადა თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG