Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი ფურცლის გამო დაკავებული - ინტერვიუ ედუარდ მარიკაშვილთან


უფლებადამცველი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი, ედუარდ მარიკაშვილი 2 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობასთან ხელში თეთრი ფურცლის ჭერის გამო დააკავეს - ის ცარიელი ქაღალდით ხელში სოლიდარობას უცხადებდა იმ ადამიანებს, ვინც რამდენიმე საათით ადრე, ქაღალდზე დაწერილი "ირაყლი"-ს გამო დააკავეს. დაკავების ოფიციალური მიზეზი სამართალდამცველებისადმი წინააღმდეგობა და წვრილმანი ხულიგნობაა - ედუარდ მარიკაშვილმა დაკავებიდან 48 საათი წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარა, ახლა კი სასამართლოს მოლოდინშია.

რადიო თავისუფლებასთან ის იხსენებს დაკავების დეტალებს, ყვება, როგორ ახასიათებს მმართველობას დაკავება თეთრი ფურცლის გამო და იხსენებს, როგორ უარესდებოდა ქვეყანაში ეტაპობრივად დემოკრატიის ხარისხი და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG