„პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა.
ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დამჭირდება მკურნალობის საგანგებო კურსის გავლა, რის გამოც ვერ შევძლებ მინისტრის მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას... ვწუხვარ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას, სათანადო ყურადღება დავუთმო იმ საქმეს, რომელიც ასე ძალიან მიყვარს და ჩემთვის ყველაზე ძვირფასია“, - წერია კულტურის სამინისტროს ფეისბუკგვერდზე თინათინ რუხაძის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში.
თიკა რუხაძე კულტურის მინისტრად 2024 წლის 18 ოქტომბერს დაინიშნა, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე.
რუხაძის დეკლარაციების მიხედვით, ის ფლობს ძვირადღირებულ ნივთებს, მათ შორის მინისტრად დანიშვნის წინა დღეს, 17 ოქტომბერს 8100 ევროდ (23 949 ლარი) შეფასებული ჩანთა იყიდა.
ბოლო დეკლარაციის მიხედვით, ის ე.წ. ქეშად ინახავდა 68 000 დოლარს.
რუხაძე თბილისში ფლობს ორ ბინას:
- ვაჟა ფშაველას გამზირზე 83 კვ/მ ბინა შეძენილია 2010 წელს 100 000 ლარად;
- ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე 135 კვ/მ ბინა შეძენილია 2024 წელს 300 000 დოლარად.
- *2024 წელს მან 200 000 დოლარად გაყიდა ბინა.
გარდა ამისა, მას ეკუთვნის:
- მისაღები ოთახის გარნიტური - 2029 წელს შეიძინა 2800 დოლარად;
- ოქროს ყელსაბამი - 2023 წელს შეიძინა 2500 ევროდ;
- მემკვიდრეობით მიიღო ორი ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლით - თითოეულის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება;
- ჩანთა - 2024 წელს იყიდა 5995 ევროდ.
ფორუმი