ორივეს, ოღონდ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, თიხა ბავშვობიდან უყვარდა. მაგრამ თიხის ოთახი (Ceramic Room) გაჩნდა მას მერე, რაც ნინომ და ქეთიმ ერთმანეთი სამხატვრო აკადემიაში გაიცნეს, დამეგობრდნენ და ქართული თიხით დამზადებული ფილების მოხატვა დაიწყეს. მერე იდეას იდეა მოჰყვა და პატარა სახელოსნო, სადაც თავიდან მხოლოდ ორი გოგო, ორი სკამი და ერთი ღუმელი ეტეოდა, სხვადასხვა კერამიკული ნივთებით აივსო. თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ამ ფილებით გაფორმებული მისამართის აღმნიშვნელი აბრები გამოჩნდა. რომელიღაც კაფეში მათი სანათი ჩამოკიდეს. სხვებმა იატაკი და კედლებიც გაიფერადეს. გოგოები ამბობენ, რომ თიხა ოცნებებს ასრულებს, რადგან მას ყველაფერი შეუძლია.
თიხის ოთახი
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"