Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თოვის გამო გზის რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვები დააწესეს


საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია
საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, უამინდობის გამო ქვეყანაში გზების არაერთ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობისათვის შეზღუდვებია დაწესებული.

  • თოვის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა;
  • ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურის და შეზღუდული ხილვადობის გამო, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის აწყური-ვალეს მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა,
  • იგივე შეზღუდვა მოქმედებს ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთსა და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე
  • მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალის დონის გამო, ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
XS
SM
MD
LG