Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თუშეთში საპრეზიდენტო არჩევნები არ ტარდება


"მთის ამბები"

"მთის ამბები"

თუშეთის სოფლებში მუდმივად მცხოვრები პირები და მესაზღვრეები, რომლებიც სხვადასხვა სექტორზე იმყოფებიან, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. როგორც „მთის ამბებს“ ახმეტის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მინდია იუკურიძემ განუცხადა, საავტომობილო გზების დეპარტამენტს თუშეთის გზაზე ტრანსპორტი მოძრაობა ოფიციალურად აკრძალული აქვს, სპეციალური საარჩევნო ყუთის გადასატანად კი ვერტმფრენის გამოყოფა ვერ მოხერხდა.

ნაწილობრივ სწორია

ცესკოს ინფორმაციით, თუშეთში, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში არის რეგისტრირებული 28 ამომრჩეველი, კერძოდ სხვადასხვა პოსტზე მყოფი მესაზღვრეები. მათგან 4 შეძლებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ხოლო დანარჩენებთან უამინდობისა და დაკეტილი გზების გამო ვერ მოხერხდება გადასატანი ყუთის მიტანა.

XS
SM
MD
LG