Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა


იაპონიაში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იყო
იაპონიაში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იყო

იაპონიაში ახალი წლის პირველ დღეს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.

მიწისძვრა, რომელიც 1 იანვარს, ადგილობრივი დროით შუადღეს მოხდა, წინასწარი შეფასებით, 7,6 მაგნიტუდის იყო.

მიწისძვრამ იაპონიის ერთ-ერთ მთავარ კუნძულზე, ჰონსიუზე დააზიანა გზები, დაანგრია შენობები და ათიათასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

სანაპირო არეალებიდან მოქალაქეებმა უფრო შემაღლებულ ადგილებზე გადაინაცვლეს.

მიწისძვრამ ასევე 1 მეტრამდე სიმაღლის ტალღები გამოიწვია იაპონიის დასავლეთის სანაპიროზე და მეზობელ სამხრეთ კორეაში.

სამაშველო სამუშაოებში, მეხანძრეების, მაშველებისა და პოლიციელების გარდა, იაპონიის არმიაც იღებს მონაწილეობას.

სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

XS
SM
MD
LG