Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იდა ბახტურიძე: ჩვენ არ ვითხოვთ თავშესაფრებს, ჩვენ ვითხოვთ გრძელვადიან, იაფ საცხოვრისებს ძალადობის მსხვერპლთათვის


იდა ბახტურიძე
იდა ბახტურიძე

4 დეკემბერს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა მოძრაობის წარმომადგენელი და საინფორმაციო პლატფორმის, „ქალები საქართველოდან“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, იდა ბახტურიძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ქალთა უფლებების დაცვის სფეროში მნიშვნელოვანი პრემიის, კატო მიქელაძის სახელობის პრემიის მფლობელი გახდა. მისი განმარტებით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული თექვსმეტდღიანი გლობალური კამპანიის თემა სექსუალური შევიწროვებაა, თუმცა ქალთა მოძრაობა საქართველოში დღის წესრიგში აყენებს ასევე ძალადობის მსხვერპლთა ეკონომიკური და სოციალური გაძლიერების საკითხს.

იდა ბახტურიძემ გადაცემაში ისაუბრა იმაზე, როგორ აპირებს საკითხის ადვოკატირებას ქალთა მოძრაობა, მათ შორის როგორ შეიძლება მოგვარდეს ძალადობის მსხვერპლთა ხელმისაწვდომი საცხოვრისით უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტების ჩართულობით. „დილის საუბრებში“ იდა ბახტურიძე შეეხო ასევე სექსუალური შევიწროვების პრობლემას და ქალი პრეზიდენტის როლს.

XS
SM
MD
LG