8 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში დამთავრდა 2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილის, 22 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა, რომელსაც გამოძიება პოლიციის მანქანის დაწვას და სპეცრაზმის წევრებისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება. მოსამართლე ზვიად შარაძე განაჩენის გამოცხადების თარიღს მოგვიანებით შეატყობინებს მხარეებს - სასამართლოს დასრულების შემდეგ ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე რადიო თავისუფლებასთან ყვება იმ წელზე, რომელიც მან ბრალდებულის დედის სტატუსით გაატარა, ლაზარეს დიდ და პატარა პროტესტზე და ეხება “აგენტების კანონსაც”, რომელიც ხელისუფლებამ ხალხმრავალი აქციებიდან ერთი წლის შემდეგ კვლავ დააბრუნა პარლამენტში განსახილველად.
ლაზარე გრიგორიადისის დედა: დღეს ამაყი ვარ, რომ ლაზარე იქ იყო, იმ დღეებში
ეპიზოდები
-
ივლისი 23, 2024
ველოსიპედისტის მოგზაურობა - ინტერვიუ სალომე ჩხვიმიანთან
-
ივლისი 22, 2024
„ამ ზამთარს ვეღარ გაუძლებს“: ამილახვრების სასახლეს ყიდიან
-
ივლისი 18, 2024
როგორ გავხდით ქომაგები
-
ივლისი 18, 2024
ლუკა კინწურაშვილი: „ეს იყო სიძულვილით მოტივირებული დანაშაული“
-
ივლისი 17, 2024
"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კამპანია დაიწყო
-
ივლისი 03, 2024
სუ-25-ის კატასტროფა - რა დაინახეს სოფელ დისველში?