Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა ჩიტაძე: "ეს იყო მინიშნება და წითელი ხაზის გავლება რუსეთისთვის"


16 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნიკა ჩიტაძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი. მან ილაპარაკა აშშ-ისა და მისი მოკავშირეების (დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი) მიერ სირიაში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის სავარაუდო ეფექტზე და თვლის, რომ ეს არის სიგნალი არადემოკრატიული რეჟიმებისთვის (უპირველესად, რუსეთისთვის). წარსულისგან განსხვავებით, დღეს აშშ-ს აქვს ნება და მეტი რესურსი უფრო ხისტი პოლიტიკის გატარებისთვის, ვიდრე ავღანეთსა და ერაყში აქტიური მოქმედებების პერიოდში ჰქონდა. 14 აპრილის სარაკეტო დარტყმები არის აგრეთვე მინიშნება რუსეთისთვის, რომ მას კარგს არაფერს მოუტანს ავტორიტარული რეჟიმების, ამ შემთხვევაში - სირიის ლიდერის მხარდაჭერა. რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს რუსეთის პოლიტიკაზე სირიაში განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს - მას ექნება შემაკავებელი ეფექტი, თუ მაპროვოცირებელი? თუკი რუსეთმა ვერაფერი გააწყო აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მოქმედების წინააღმდეგ სირიაში, ხომ არ შეეცდება ის სხვაგან გაამწვავოს ვითარება? ამ ტიპის საფრთხეებს ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, მათ შორის საქართველოს მიმართ და ეს შეიძლება გამოიხატოს პროვოკაციებში საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, დაუგეგმავი სამხედრო წვრთნების ჩატარება შავი ზღვის აკვატორიაში, უარეს შემთხვევაში - დივერსიული აქტების განხორციელება.

ნიკა ჩიტაძე სირიაში სარაკეტო დარტყმებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:30:33 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG