Accessibility links

ინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა გორის მუნიციპალიტეტში


ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა გორის მუნიციპალიტეტში.

COVID-19-ით ინფიცირებული გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდანაა და ის გორის სამხედრო ჰოსპიტლის მედდის კონტაქტებიდანაა.

მედდას კორონავირუსით ინფიცირება რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა. ამის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ეპიდემიოლოგები მუშაობდნენ და მედდის ახალო გარემოცვას იკვლევდნენ.

2 მაისს გორის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ცენტრში 23 ნიმუში გაიგზავნა, აქედან ერთის კორონავირუსით ინფიცირება დადასტურდა. ეს ინფორმაცია რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციაში დაადასტურეს. მათი თქმით, გაგზავნილი 23 ნიმუშიდან ჯერ ყველას პასუხი არ მიუღიათ, მაგრამ მიღებული პასუხებიდან ინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

შიდა ქართლში ეს COVID-19-ით ინფიცირების მეცხრე შემთხვევაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG