Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინფიცირებული რუსთაველი ახალგაზრდის ოჯახის არც ერთ წევრს COVID-19​ არ დაუდასტურდა


ინფიცირებული რუსთაველი ახალგაზრდის ოჯახის არც ერთ წევრს, 6 ადამიანს, COVID-19​-ით დაავადება არ დაუდასტურდა.

რუსთავის მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს სამსახურის უფროსმა, დავით ბეგაშვილმა, რადიო თავისუფლებას ასევე აცნობა, რომ ახალი კორონავირუსის დაავადება არ დაუდასტურდა არც რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში მოთავსებულ 5 პაციენტს.

რუსთავში COVID-19​-ით დაავადებული ახალგაზრდა მამაკაცის ინფიცირების წყარო ჯერ კიდევ უცნობია.

დავით ბეგაშვილის თქმით, გრძელდება ინფიცირებული ახალგაზრდის კონტაქტების დადგენა. ამ ეტაპისთვის რუსთავში COVID-19​-ით დაავადების 9 შემთხვევა გამოვლინდა, უმრავლესობა გამოჯანმრთელდა.

XS
SM
MD
LG