Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირმა პავლიაშვილი: საარჩევნო ადმინისტრაციებთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორს თავისი რეკომენდაციები აქვს


ირმა პავლიაშვილი
ირმა პავლიაშვილი

3 დეკემბერს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ირმა პავლიაშვილი. მან შეაფასა „გაერთიანებული ოპოზიციის“ ინიციატივა საარჩევნო კომისიების არსებითი გადახალისებისა და მისი კომპლექტაციის პრინციპის შეცვლის საჭიროების შესახებ. კითხვაზე, მისაღებია თუ არა სამოქალაქო სექტორისთვის ინიციატივა, საარჩევნო ადმინისტრაციები მათ და უცხოელმა სპეციალისტებმა დააკომპლექტონ, ირმა პავლიაშვილი ამბობს, რომ საკითხის კომენტირებისთვის აუცილებელია იმის ცოდნა, რას გულისხმობს ინიციატივა დეტალურად. იგი ამბობს, რომ სამოქალაქო სექტორს ამ საკითხთან დაკავშირებით, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, თავისი დღის წესრიგი და რეკომენდაციები აქვს: „საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა გადავიდეს პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებაზე, სამივე დონზე, მათ შორის საუბნო კომისიის დონეზეც, ორდონიანი სერტიფიცირება უნდა გახდეს სავალდებულო“-აღნიშნა ირმა პავლიაშვილმა. იგი არ იზიარებს გაერთიანებული ოპოზიციის მოსაზრებას საოლქო კომისიების გაუქმების შესახებ და ამბობს, რომ ამ რგოლს თავისი როლი და დატვირთვა აქვს საარჩევნო ადმინისტრაციაში. „საჭიროა გაანალიზდეს, რა ხარვეზები და გადაცდომები გამოავლინა საარჩევნო პროცესმა“-აღნიშნა ირმა პავლიაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG