Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორშაბათს ისანში წყალმომარაგება 10-დან 21:00 საათამდე შეწყდება - GWP


GWP-ს ცნობით, წყალმომარაგება 11 საათით შეწყდება
GWP-ს ცნობით, წყალმომარაგება 11 საათით შეწყდება

წყალმომარაგის კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს, რომ ორშაბათს, ორ სექტემბერს, ისანში დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო 20-ზე მეტ ქუჩაზე 11 საათით შეწყდება წყალმომარაგება.

ტექნიკური სამუშაოები, რასაც GWP წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელს უწოდებს, დაგეგმილია მეტეხის ხიდის მიმდებარედ.

სამუშაოები 10 საათზე დაიწყება, ამავე დროს შეწყდება წყალმომარაგებაც და იმავე დღეს, საღამოს ცხრა საათზე აღდგება.

ამ პერიოდში წყალმომარაგება შეეზღუდება:

  • დუტუ მეგრელის,
  • მეტეხის,
  • ჯორბენაძის,
  • ისნის,
  • ფერიცვალების,
  • სოლომონ ბრძენის,
  • ურბნისის,
  • ჩეხოვის,
  • სამასი არაგველის,
  • შავსოფლის,
  • ბოდბის,
  • არბოშიკის,
  • ზახაროვის,
  • ლუსინიანის,
  • იალბუზის,
  • ბოჭორმის,
  • კაჩინსკის ქუჩებს.

ასევე, მუკუზანის და მაჭარის შესახვევებს, ღვინის და მეტეხის აღმართებს;

დოლაბაურის ქუჩის, ქეთევან წამებულის გამზირის და მოედნის ნაწილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აცხადებს, რომ ტექნიკური სამუშაოებისთვის მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი და ამის გამო შეწყდება წყალმომარაგება დროებით.

GWP წერს, რომ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG