„იცურე მშვიდად“ მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას მოქალაქეთა უსაფრთხოება
თბილისის წყალსაცავის ტერიტორიაზე, ე. წ. ჩანჩქერთან, კამპანიის „იცურე მშვიდად“ ფარგლებში საპროტესტო აქცია გაიმართა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ზაფხულის სეზონზე საქართველოში რამდენიმე ათეული ადამიანი იღუპება ზღვაში, ხელოვნურ წყალსაცავებში, ტბებსა და მდინარეებში. პრობლემას წარმოადგენს წყლის ობიექტებზე მოწყობილი კუსტარული რეკრეაციული ზონები, სადაც არ არის უზრუნველყოფილი მაშველების დახმარება და დაუცველია მოქალაქეთა უსაფრთხოება. პრობლემაა ასევე გამაფრთხილებელი ბანერების არარსებობა და წინასწარი გაფრთხილების სუსტი სისტემები.
ეპიზოდები
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"
-
ივნისი 16, 2026ინტერვიუ ანდრეი ვოლნასთან
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში