Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადრები აქციიდან - როგორ დააკავეს აქტივისტები


კადრები აქციიდან - როგორ დააკავეს აქტივისტები
please wait

No media source currently available

0:00 0:02:56 0:00

დღეს 8 ადამიანი დააკავეს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც აქტივისტების ჯგუფი დილიდან ცდილობდა სიმბოლური კარავი გაეშალა. პოლიციის წინააღმდეგობის გამო მათ მხოლოდ ერთი, სათამაშო კარვის დადგმა შეძლეს. 21 თებერვალს საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე აღინიშნება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 100 წლის მერეც საქართველოში ირღვევა 1921 წლის კონსტიტუციის 33-ე მუხლი: „საქართვლოს რესპუბლიკის მოქალაქეთა უფლება აქვთ მთავრობის ნებადაურთველად შეიკრიბნენ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ“.

XS
SM
MD
LG