Accessibility links

კანის კინოფესტივალი - რატომ ასეთი შედეგები?


რადიო თავისუფლების სტუმარია კინომცოდნე ალექსანდრე გაბელია, რომელიც გიორგი გვახარიასთან ერთად კანის ფესტივალის შედეგებზე საუბრობს.

მსოფლიოს პირველ კინოფორუმზე სამხრეთკორეული კინოს გამარჯვებას ალექსანდრე გაბელია სამართლიანობის აღდგენად მიიჩნევს და შეგვახსენებს, როგორ იჩაგრებოდა წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კინოსკოლა დიდ კინოფესტივალებზე, მათ შორის კანში. გადაცემის სტუმარი იხსენებს აგრეთვე ქართულ-შვედურ ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“, რომელიც კანის ფესტივალზე კონკურსგარეშე უჩვენეს და კრიტიკოსებმა ერთ-ერთ საუკეთესო სურათად აღიარეს. ალექსანდრე გაბელია იმედოვნებს, რომ ფილმს სულ მალე ნახავს ქართველი მაყურებელიც

გიორგი გვახარია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ქართული კინოგაქირავების ქსელი რუსულ ბაზარზეა მიბმული, უახლოეს ხანში უნდა ველოდოთ პრემიერებს კანის ფესტივალზე გამარჯვებული იმ ფილმებისა, რომლებიც უჩვენეს რუსეთის კინოთეატრებში. „პარაზიტების“ გარდა ესაა პედრო ალმოდოვარის „ტკივილი და დიდება“ და კვენტინ ტარანტინოს ახალი ნამუშევარი, „ერთხელ ჰოლივუდში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG