Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაცი, რომელიც იყო მადამ ბოვარი


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Habent sua fata libelli („წიგნებსაც თავისი ბედი აქვს“) გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ დიდ შედევრზე, გუსტავ ფლობერის „მადამ ბოვარიზე“. ამ წიგნს მართლაცდა უცნაური ბედი აღმოაჩნდა. მსოფლიო ლიტერატურისთვის უცხო არ არის პატიმარი მწერლების ხვედრი (მარტო სერვანტესისა და დოსტოევსკის ხსენებაც იკმარებდა), მაგრამ ამ შემთხვევაში პატიმრობა დაემუქრა წიგნს, რომელიც, საჟურნალო ვერსიის გამოცემის შემდეგ სასამართლო განხილვის საგანი გახდა. პურიტანული წრეები მის აკრძალვას მოითხოვდნენ, რა თქმა უნდა, მაღალი მორალური მოსაზრებებით. და ეს ხდებოდა განათლებულ საფრანგეთში. ფლობერის ქვეყანამ თავი არ მოიჭრა და „მადამ ბოვარი“ გაამართლეს, იგი მალევე გამოიცა წიგნად და პირველი დღიდანვე იქცა სიყვარულზე დაწერილი წიგნების მსოფლიო რეიტინგის ერთ-ერთ ლიდერად. ფლობერმა ერთხელ თქვა, მადამ ბოვარი მე ვარო და მკითხველს თავსატეხი გაუჩნდა, თუ როგორ გადაიქცა ავადმყოფური იერის ულვაშებიანი კაცი მინიატურულ და უდახვეწილეს ემა ბოვარიდ. როგორ იქცა ქალიშვილი რუო მადამ ბოვარიდ, რა კავშირშია ერთმანეთთან ქმრის უნიჭობა, პროფესიაში ხელმოცარულობა და ცოლის ღალატი, როგორ აღმოჩნდა ახალგაზრდა ლამაზი ქალი ცბიერი მევალის მარწუხებში, რატომ ვერ იპოვა ემამ თანაგრძნობა ყოფილ საყვარლებში, რამ მიიყვანა ტრაგიკულ ნაბიჯამდე — ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG