Accessibility links

კაძუო იშიგურო, ნობელიატი


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პრემია“ გთავაზობთ საუბარს თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს მწერალზე, ნობელის პრემიის უკანასკნელ, 2017 წლის ლაურეატზე (წელს ეს პრემია ლიტერატურის დარგში არ გაიცემა) იაპონური წარმოშობის ბრიტანელ მწერალზე, კაძუო იშიგუროზე. როგორც ინგლისელები ამტკიცებენ, ყველაზე ინგლისური წიგნი სწორედ ამ მწერალმა დაწერა, იგულისხმება მისი „დღის მიწურულს“, რომელმაც ბუკერის პრემია დაიმსახურა და რომელიც შესანიშნავად გვითარგმნა ჩვენმა ბრწყინვალე მთარგმნელმა, თამარ ჯაფარიძემ. ინგლისელი მსახურთუხუცესის (ბატლერის) თხრობა ეხება უდიდეს საკითხებს, მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდს, არისტოკრატიის შეცდომებს, რომლებიც ღირსების საკუთარ გაგებას ეფუძნება; საერთოდ, ეს არის წიგნი ღირსებასა და პასუხისმგებლობაზე, სიყვარულსა და თავშეკავებაზე. მთხრობელი შეხვედრია ჩერჩილს, იდენს და ასე, მისი თვალით, პოსტმოდერნისტი ავტორი ისტორიასაც ეთამაშება და ფაშიზმისადმი ძველი არისტოკრასტიის ფლირტს უფრო ღრმად უყურებს, ვიდრე მთელი კლასის მტრად გამოცხადებაა. რატომ არ ჰგავს იშიგუროს შვიდი რომანი ერთმანეთს, რატომ დაწერა იშიგურომ წმინდა ინგლისური წიგნიც, დისტოპიური რომანიც „არასდროს გამიშვა“ ადამიანის კლონებზე, რომელშიც მისი ჰუმანიზმი სულისშემძვრელ ამბებზე, ერთი შეხედვით, მშვიდად და აუღელვებლად საუბრობს, ფენტეზის ჟანრის „დაფლული გოლიათიც“, — ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG