Accessibility links

კერძო მიწების ნაწილს მერიამ რეკრეაციული ზონის სტატუსი მიანიჭა


თბილისის ახალ გენგეგმაში 3 მილიონამდე კვ.მ. ტერიტორიას, რომელიც კერძო საკუთრებაშია, რეკრეაციული ზონის სტატუსი მიენიჭა. მეპატრონეები ამ მიწებს თავისი შეხედულებისამებრ ვეღარ გამოიყენებენ. მერია ირწმუნება, რომ დაზარალებულებს მიწებს სხვაგან მისცემენ.

რეკრეაციული ზონის სტატუსი ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე ვერაფერს ააშენებ. მიწების ნაწილი, რომელზეც მეპატრონეებს გარკვეული გეგმები ჰქონდათ, ახლა შეცვლილი სტატუსითაა. ასეთი მიწები მთელი თბილისის მასშტაბითაა გაფანტული.

„საკუთრებაში კვლავ ექნება, მაგრამ შეიძლება განაშენიანება აეკრძალოს, ან სადაც უკვე არის განაშენიანება - მისი განვითარება, მაგალითად, გაფართოებას ვერ შეძლებს“, - ამბობს გენგეგმის ერთ-ერთი ავტორი, ექსპერტი მამუკა სალუქვაძე.

თბილისი ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ თავის დროზე ეს მიწები არასწორად გაიყიდა, ახლა კი ის სტატუსი დაუბრუნეს, რომელიც სინამდვილეში უნდა ჰქონოდა. რაც შეეხებათ დაზარალებულებს, მერია პირველ რიგში შეეცდება მათ მიწები სხვა ადგილას გამოუყონ. თუმცა, თბილისში თავისუფალი მიწა ცოტაა.

ვიცე-მერი ამბობს, რომ გარკვეულ ტერიტორიებზე, სადაც ამჯერად თავისუფალი მიწებია განაშენიანების გეგმებს დაამტკიცებენ. ინფრასტრუქტურას მოაწყობენ ისე, რომ ამ ტერიტორიების ფასმა აიწიოს. ამის შემდეგ ამ მიწებს შესთავაზებენ დაზარალებულებს.

თუ თავისუფალი მიწების ფონდი ამოიწურა, სახელმწიფო ფულად კომპენსაციაზე დაიწყებს ფიქრს. თუმცა, წლევანდელ ბიუჯეტში ამაზე თანხა გათვალისწინებული არ არის.

ასევე შესაძლებელია გადაიხედოს კონკრეტული მიწის სტატუსი და მას ძველი ფუნქცია დაუბრუნდეს.

​პროცედურა ასეთია: პირი, რომელიც გაარკვევს, რომ მის მიწის ნაკვეთს სტატუსი შეეცვალა მერიას მიმართავს. ამის შემდეგ მას უკავშირდება ქონების მართვის სამსახური. მიწის ნაკვეთს შეაფასებენ (ძირითადად ამას აკეთებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო). შემდეგ პირს შესთავაზებენ ამავე ღირებულების მიწის ნაკვეთებს, რომლიდანაც შეეძლება მისთვის მისაღები აირჩიოს. მიწის სტატუსის გარკვევა კი შეიძლება საკადასტრო კოდის საშუალებით ამ საიტზე.

აღნიშნულ პრობლემას გამოეხმაურა ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძეც.იგი აცხადებს, რომ მერიამ დაზარალებულებისთვის სხვადასხვა ალტერნატივა უნდა მოიფიქროს, რათა არ შეილახოს მათი სამეწარმეო ინტერესები და შეუფერხებლად განაგრძონ ბიზნეს საქმიანობა.

დაწერეთ კომენტარი

ეკა აკობია სირიის საკითხზე
please wait

No media source currently available

0:00 0:50:32 0:00
დილის საუბრები
უკანასკნელი ეპიზოდი
ეკა აკობია სირიის საკითხზე
დილის საუბრები
დილის საუბრები

გამოიწერეთ

ITunes Video Podcast
XS
SM
MD
LG