15 ივნისს რუსეთის საჰაერო თავდასხმამ კიევს კიდევ ერთი ჭრილობა მიაყენა. ცეცხლი წაეკიდა მრავალსაუკუნოვან კიევ-პეჩერის ლავრას. ლავრა უკრაინის დედაქალაქის ყველაზე ცნობილი რელიგიური ძეგლია.
კიევ-პეჩერის ლავრა: ომის, ნგრევისა და აღორძინების ათასი წელი
1
15 ივნისს კიეველების ძვირფასი სიწმინდე ცეცხლში გაეხვა - რუსეთი უკრაინის რეგიონებს დრონებითა და რაკეტებით უტევდა. თუმცა ეს პირველი შემთხვევა როდია, როდესაც კიევ-პეჩერის ლავრა ომის დროს ზიანდება.
2
კიევ-პეჩერის ლავრის ესკიზი (1651 წელი). „პეჩერა“ გამოქვაბულს ნიშნავს. ლავრა არის მონასტერი, რომელიც განდეგილების სენაკებს მოიცავს. სამონასტრო კომპლექსი XI საუკუნეში დნეპრის ნაპირას, ბორცვზე აშენდა. 1096-1416 წლებში ლავრა არაერთხელ გაიძარცვა და გადაიწვა ყივჩაყების, მონღოლებისა და ოქროს ურდოს თავდასხმებისას.
3
მონასტრის შიდა ეზო (1902 წელი). ამ პერიოდში კიევი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედის. მონასტრის კომპლექსში მდებარეობს კატაკომბები, სადაც ინახება მართლმადიდებელი წმინდანების მუმიფიცირებული ნეშტები, მათ შორის, ნესტორ მემატიანის ცხედარიც. ბერი ნესტორი ავტორია წიგნის „წარსულ წელთა ამბავი“, რომელიც კიევის რუსეთის ქრონიკებს გადმოსცემს.
4
მონასტრული კომპლექსის შესასვლელი (1918 წელი). 1918 წლის დასაწყისში, როდესაც უკრაინა გასაბჭოების წინააღმდეგ იბრძოდა, ბოლშევიკებმა ლავრის კედლებთან დახვრიტეს კიევისა და გალიციის მიტროპოლიტი ვლადიმირი. უკრაინაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მონასტრის ძვირფასეულობა სახელმწიფომ მიითვისა, ხოლო თავად კომპლექსი მუზეუმად გადააკეთეს.
5
1941 წლის სექტემბერი - კიევი ნაცისტების მიერაა ოკუპირებული. გერმანელი ჯარისკაცი კიევ-პეჩერის ლავრის სამრეკლოზე დგას. ამ ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე კვირაში ლავრის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ააფეთქეს. ყველაზე გავრცელებული ვერსიით, აფეთქება გამოიწვია წითელარმიელების ნაღმებმა, რომლებიც მათ უკან დახევისას დატოვეს.
6
ტაძრის ნანგრევები. ეს ფოტო 1942 წელსაა გადაღებული. კიევი ჯერაც ნაცისტური ოკუპაციის ქვეშაა. ქალაქი წითელმა არმიამ 1943 წლის ბოლოს გაათავისუფლა.
7
1977 წელს გადაღებული მონასტრის სატრაპეზო, რომელიც მეორე მსოფლიო ომს გადაურჩა. ღვთისმშობლის მიძინების დანგრეული ტაძარი (ის კადრს მიღმა, მარცხენა მხარეს მდებარეობდა) საბჭოთა პერიოდის განმავლობაში არ აღუდგენიათ.
8
მას შემდეგ, რაც უკრაინამ 1991 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (ფოტო 2013 წელ არის გადაღებული) აღადგინეს და იგი 2000 წელს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გაიხსნა.
9
2013 წელი - კიევ-პეჩერის ლავრის სატრაპეზო ეკლესიის სარკმლებიდან მზის სხივები შემოდის.
მონასტერი ექვემდებარებოდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს. 2022 წლის მაისში უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაგმო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში და განაცხადა, რომ მოსკოვთან კავშირს წყვეტდა. მიუხედავად ამისა, უკრაინის ხელისუფლებამ ეკლესია მაინც დაადანაშაულა რუსეთთან კავშირში.
მონასტერი ექვემდებარებოდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს. 2022 წლის მაისში უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაგმო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში და განაცხადა, რომ მოსკოვთან კავშირს წყვეტდა. მიუხედავად ამისა, უკრაინის ხელისუფლებამ ეკლესია მაინც დაადანაშაულა რუსეთთან კავშირში.
10
2023 წლის მარტი - უკრაინელი ჯარისკაცები და კიევ-პეჩერის ლავრის ბერი. 2022 წლის ნოემბერში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია, რომ კომპლექსის ერთ-ერთ ეკლესიაში მრევლი რუსულ პატრიოტულ სიმღერას მღერის. ამის შემდეგ მონასტერში პოლიციამ რეიდი ჩაატარა.