Accessibility links

კინოთეატრი „აპოლო“ - რა იყო და რა გვაქვს


თბილისის კინოთეატრი „აპოლო“ 1909 წელს აშენდა და როგორც გიორგი გვახარიას სტუმარი, არქიტექტორი ნესტან თათარაშვილი ამბობს, არტ-ნუვოს სტილის უნიკალური ნაგებობაა. გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ ნესტან თათარაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს შეუძლია იამაყოს ამ სტილის შენობების მნიშვნელოვანი კოლექციით.

ევროპაში მოდერნისა და კინემატოგრაფის დაბადება ქრონოლოგიურად დაემთხვა ერთმანეთს, „მოდერნი“ შეიძლება ითქვას არის კინოხელოვნება არქიტექტურაში... და ამ ორი ხელოვნების, კინოსა და არქიტექტურის სინთეზის თავისებური გამოხატულებაა სწორედ „აპოლო“ თბილისში, აღმაშენებლის პროსპექტზე, რომელიც 2002 წელს გაიყიდა იმ პირობით, რომ შენობა თავის ფუნქციას არ შეიცვლიდა.

„აპოლო“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. შენობის ახალი მფლობელი, შპს „კონფიდენს გრუპი“ ამტკიცებს, რომ აქ, ამ სივრცეში აპირებს შექმნას მულტიფუნქციური კულტურული ცენტრი, თუმცა ნესტან თათარაშვილის თქმით, ეს განსაზღვრება ზოგადია და სულაც არ ნიშნავს იმას, რომ „აპოლო“ შეინარჩუნებს კინოთეატრის ფუნქციას.

„აპოლოს“ დამცველები აპირებენ გაავრცელონ პეტიცია შენობის დაცვის მოთხოვნით და გეგმავენ შეხვედრას თბილისის მერთან.

დაწერეთ კომენტარი

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG