Accessibility links

კონსტანტინე გამსახურდია - 125


ჩოხოსნები, მარცხნიდან: ვ. კოტეტიშვილი, კ. გამსახურდია, პ. ინგოროყვა, ალ. აბაშელი. 1924 წ.

125 წლის წინ, 1893 წლის 15 მაისს სოფელ ძველ აბაშაში დაიბადა მწერალი კონსტანტინე გამსახურდია.

“მე დავიბადე მსოფლიოს უმცირეს და უმოკლეს მდინარის პირას. მას ჰქვია სახელად ზანა. მე მომიხდა რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლა ლენინგრადში, კენიგსბერგში, ლაიპციგში, მიუნხენში, პარიზში, ბოლოს ბერლინში. ყველგან და ყოველთვის მე მიხდებოდა გაჯიბრება გერმანელებთან, ებრაელებთან, პოლონელებთან, ამერიკელებთან და ფრანგებთან. არავის ვუმხელდი, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი: “შენ ჰეი, მსოფლიოს უმცირეს მდინარის პირად შობილო ბიჭო, არ გაჯობონ დიდი მდინარეების პირად დაბადებულთა“, – თქვა მწერალმა თავის ერთ-ერთ იუბილეზე.

პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1909 წელს კ. აბაშისპირელის ფსევდონიმით. 1919 წელს ბერლინის უნივერსიტეტიდან ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით დაბრუნებულმა დააარსა ჟურნალი “პრომეთე”, გაზეთი “საქართველოს სამრეკლო”, ჟურნალი “ილიონი”, ხელმძღვანელობდა მწერალთა აკადემიურ კავშირს.

“რაც 16 წლის გავხდი, სულ სტამბებში დავდივარ. მე შემოვიღე პირველად 1917 წელს ჟურნალ “პრომეთეში” სტამბის მუშების სახელისა და გვარის გარეკანზე მოხსენიება. წიგნს რომ დავბეჭდავ, უთუოდ პური უნდა ვჭამო მათთან”, – წერდა გამსახურდია.

ბევრჯერ მოუწია სტამბის მუშებთან პურის ჭამა. შთამბეჭდავია მწერლის ბიბლიოგრაფია, რომელიც რამდენიმე ათეული რომანის, თარგმანის, პოეტური კრებულისა და პუბლიცისტური წერილებისგან შედგება.

"მთვარის მოტაცების" პირველი, 1936 წლის გამოცემა
"მთვარის მოტაცების" პირველი, 1936 წლის გამოცემა

კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია რომანს „მთვარის მოტაცება“, რომლის პირველმა გამოცემამ 1936 წელს იხილა დღის სინათლე. სამ ტომად დასტამბულ რომანს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ელენე ახვლედიანის ნახატები, რომლებიც უხვად არის მიმოფანტული წიგნში.

შარდინ ალშიბაია – მოარული რეკლამა
შარდინ ალშიბაია – მოარული რეკლამა

სამ ტომად დასტამბულ რომანს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ელენე ახვლედიანის ნახატები, რომლებიც უხვად არის მიმოფანტული ტექსტში.

ტიტულის ფურცლები გაფორმებულია საქართველოს სახალხო მხატვრის, ქართული თანამედროვე წიგნის გრაფიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის ლადო გრიგოლიას მიერ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG