კონტრ-ტენორი პომპეზური კაბით
გრიმი, პომპეზური კაბა, მძიმე თავსაბური - კონტრ-ტენორ მიხეილ აბრამიშვილს თითქმის ერთი საათი სჭირდება იმისათვის, რომ გარდაისახოს და მაყურებელი იშვიათი ხმისა და კოსტიუმების დახმარებით ბაროკოს ეპოქაში გადაიყვანოს. სანამ 36 წლის კონტრ-ტენორი საკუთარი თავის წარმოჩენის ამ ხერხს მიაგნებდა, მას რთული გზის გავლა მოუწია. სწორედ მისი უნიკალური ხმა იქცა ერთგვარ ბარიერად, რის გამოც, კონტრ-ტენორს გაუჭირდა თავის დამკვიდრება საოპერო სივრცეში. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის პერიოდულად სხვადასხვა ფესტივალში იღებდა მონაწილეობას. მათ შორის იყო „თბილისის ბაროკოს ფესტივალში“. ორი წლის წინ, სწორედ ამ ფესტივალზე წარსდგა მიხეილ აბრამიშვილი მაყურებლის წინაშე ბაროკოს ეპოქის კოსტიუმით, რომელიც მისმა მეგობარმა, მხატვარმა უტა ბექაიამ შექმნა. ეს კოლაბორაცია კლასიკური მუსიკისა და ბაროკოს ეპოქის მუსიკის მოყვარულთათვის ნამდვილ აღმოჩენად იქცა. გარდა სიმღერისა, მიხეილ აბრამიშვილის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ხატვას და კულინარიას.
ეპიზოდები
-
აპრილი 01, 2026ამინი - ილია II-ის ინგუში შვილობილი
-
მარტი 24, 2026პატრიარქი უკანასკნელ გზაზე
-
მარტი 12, 2026ნათია ფანჯიკიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
თებერვალი 03, 2026ვაჟა გაფრინდაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
იანვარი 22, 2026ერთი სიცოცხლე - ერთი ტყვია: რას ჰყვებიან ირანელები
-
იანვარი 14, 2026პროტესტში სამშობლოდან შორს - ირანელი ქალები ბრძოლაში