Accessibility links

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია


მთავარი – მოკლედ

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 968 შემთხვევა;
  • კარანტინის რეჟიმშია 4425 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 222.
  • გამოჯანმრთელდა 844 პაციენტი.
  • გარდაიცვალა 15.
10:07 8.7.2020

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევაა

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 963-მდე გაიზარდა.

წაიკითხე მეტი

გაეცანით ასევე:

საქართველო საზღვარს უპირობოდ უხსნის ევროკავშირის 5 ქვეყანას

17:25 7.7.2020
COVID-19-თან დაკავშირებული სიახლეები განვლილ კვირაში
please wait

No media source currently available

0:00 0:06:36 0:00

17:23 7.7.2020

უცხოეთის პრესა კორონავირუსზე: როგორ შეძლებს ევროპა კონტროლის შენარჩუნებას?

ევროპის ბევრი ქვეყანა ამჟამად ეძებს ახლებურ სტრატეგიებს კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ისე, რომ საამისოდ მკაცრი ზომების აღდგენა არ გახდეს საჭირო. ინფიცირების შემთხვევების საერთო მაჩვენებელი ბევრ ქვეყანაში სტაბილური გახდა, თუმცა არის ლოკალური აფეთქების შემთხვევები. ჟურნალისტები მსჯელობენ ამის მიზეზებზე და ცდილობენ დაადგინონ, როგორ შეძლებენ სახელმწიფოები ვირუსის პოტენციური მეორე ტალღის თავიდან არიდებას.

წაიკითხე მეტი...

13:00 5.7.2020

კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია - ამირან გამყრელიძე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. ინფიცირებულთაგან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 951 შემთხვევა აღირიცხა; გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 828-ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილების საერთო რაოდენობა 15-ია.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3828 ადამიანი, კლინიკებში კი - 192.

COVID-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ჩამოტვირთე მეტი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG