Accessibility links

"კრავთა დუმილი"


"კრავთა დუმილი"
please wait

No media source currently available

0:00 0:29:15 0:00
Direct link

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ ახალი რუბრიკით „კინო და ლიტერატურა“ გთავაზობთ საუბარს ერთ მშვენიერ, წარმატებულ წიგნსა და მის არანაკლებ წარმატებულ კინოვერსიაზე. ვგულისხმობ ამერიკელი მწერლის, თომას ჰარისის, რომან „კრავთა დუმილს“ და მის ეკრანიზაციას.

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ ახალი რუბრიკით „კინო და ლიტერატურა“ გთავაზობთ საუბარს ერთ მშვენიერ, წარმატებულ წიგნსა და მის არანაკლებ წარმატებულ კინოვერსიაზე. ვგულისხმობ ამერიკელი მწერლის, თომას ჰარისის, რომან „კრავთა დუმილს“ და მის ეკრანიზაციას, რომელიც რეჟისორმა ჯონათან დემიმ განახორციელა 1991 წელს. ესაა ტრილოგიის შუა ნაწილი, ტრილოგიაში კი შედის „წითელი დრაკონი“, „კრავთა დუმილი“ და „ჰანიბალი“ (სამივე წარმატებით გადაიტანეს კინოს ენაზე). ფილმმა „კრავთა დუმილი“ გაიმეორა ოსკარის ისტორიაში ყველაზე უხვმოსავლიანი ორი ფილმის - „ეს მოხდა ერთხელ ღამით“ (1934), „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ (1975) - წარმატება და ხუთი მთავარი ოსკარი მიიღო (საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ქალი და კაცი მსახიობი, საუკეთესო სცენარი). ფილმმა ყველას დაამახსოვრა თავი, განსაკუთრებით, სიმპათიური კაციჭამიის, ჰანიბალ ლექტერის, როლის შემსრულებელ ენტონი ჰოპკინსისა და FBI ახალგაზრდა აგენტ კლარისა სტარლინგის როლის შემსრულებელ ჯოდი ფოსტერის ბრწყინვალე სამსახიობო დუეტის გამო. როგორ მოხდა ამ შემთხვევაში, „აჯობა“ კინომ? ძნელი სათქმელია, მაგრამ აქ განსაკუთრებით რელიეფურად გამოჩნდა განსხვავება ამ ორ დიდ ხელოვნებას შორის. კინომ უყოყმანოდ ჩამოიშორა ობერტონები (მაგალითად, კლარისას უფროსის, ჯეკ კროფორდის, ცოლის ავადმყოფობის ამბავი, კლარისას საგამომძიებლო ტალანტის ამბავი) და გაამარტივა პერსონაჟები: ლექტერი აქ ისეთი ინტელექტუალი არ არის, როგორიც წიგნშია, არც ისეთი სასტიკი ჩანს, როგორიც ჰარისთანაა; კლარისას ფიქრები, ტკივილი და ა.შ. დაიკარგა. ამ წიგნში მეტი სულია, ამ ფილმში – მეტი დრაივი.
XS
SM
MD
LG