Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წითლისა და შავის ამბავი | ლევან ბერძენიშვილი


წითლისა და შავის ამბავი | ლევან ბერძენიშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:30:00 0:00
გადმოწერა

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Omnia vincit amor („ყველაფერს ამარცხებს სიყვარული“) გთავაზობთ საუბარს სიყვარულის, როგორც მოტივის, ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ გამოყენებაზე სტენდალის რომანში „წითელი და შავი“.

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Omnia vincit amor („ყველაფერს ამარცხებს სიყვარული“) გთავაზობთ საუბარს სიყვარულის, როგორც მოტივის, ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ გამოყენებაზე სტენდალის რომანში „წითელი და შავი“. უნდა აიღოს თუ არა მწერალმა სიუჟეტი რეალური სინამდვილიდან? „წითლისა და შავის“ მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცხოვრებიდან რომანში თითქმის სიტყვასიტყვით გადატანილ ამბავს მწერლის ხელი აქცევს უნიკალურ სიუჟეტად. 1827 წელს გრენობლში სასამართლო ერთ ფრიად ხმაურიან საქმეს განიხილავდა. ახალგაზრდა კაცს, ანტუან ბერტეს, ბრალი ედებოდა მკვლელობაში და ისიც ამას არ უარყოფდა. ბერტე, სოფლის მჭედლის ვაჟი, ადგილობრივმა მღვდელმა აღზარდა, ცხრამეტისა იყო, როდესაც იგი გუვერნიორად აიყვანეს მიშუ დე ლატურის მდიდარ ოჯახში. ბატონი მიშუ მრეწველი იყო, მისი ცოლი ოცდათქვსმეტი წლის ქალი იყო. რა მოხდა სახლში, არავინ იცოდა. სამაგიეროდ, დანამდვილებით იყო ცნობილი, რომ ყმაწვილი კაცი დაითხოვეს ამ სახლიდან. ამის შემდეგ მცირე ხანს სემინარიაში ისწავლა და ახლა კორდონების სახლში აღმოჩნდა აღმზრდელად და იქიდანაც დაითხოვეს. ჩათვალა, რომ ყველაფერი ქალბატონ მიშუს ბრალი იყო: ერთ კვირა დღეს გაეშურა ეკლესიაში და იქ ქალბატონ მიშუს ორჯერ ესროლა. ბერტეს თავი მოჰკვეთეს, ის მაშინ ოცდახუთი წლისა იყო. აი, ამ ამბიდან დაიბადა რომანი, რომელშიც არის ზამბარა-საიდუმლო, მთელი წიგნის მანძილზე რომ იკუმშება და მხოლოდ ბოლო გვერდებზე გაიშლება. ესაა ნამდვილი სიყვარულის ის წარმოუდგენელი ბედნიერება, რომელსაც სიკვდილის წინ აღმოაჩენს ჟულიენ სორელი.
XS
SM
MD
LG